Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს პრემიების გაცემა აუკრძალა

თარიღი : 28-06-2015, 13:17 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა პრემიების გაცემა აკრძალა.
გივი ჭიჭინაძის თქმით, მიმდინარე წელს იმერეთის მუნიციპალიტეტებში და მათ შორის გუბერნიაში პრემიები აღარ გაიცემა.
როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს პრემია გუბერნიაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცა და იმის შემდეგ აღარ გაცემულა.
"ჩემმა მოადგილეებმა და ჩვენმა თანამშრომლებმა ერთხელ მიიღეს სააღდგომო პრემია. ახლა კი ყველა მუნიციპალიტეტი გაფრთხილებულია და რა თქმა უნდა, ჩვენი გუბერნიაც, რომ პრემიებს აღარ ავიღებთ ამ წლის განმავლობაში,"-აცხადებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.
ცნობისთვის, კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს საკანონმდებლო ინიციატივა აქვს, რომლის კანონად ქცევის შემთხვევაში პრემიერბს შემდეგი თანამდებობის პირები ვერ მიიღებენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, თავმჯდომარეები, მოადგილეები, მინისტრები და მათი მოადგილეები.
გარდა ამისა, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, პრემიებს ვერ მიიღებენ: საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსები და მათი მოადგილეები, საქართველოს უშიშროების საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მდივნები და მათი მოადგილეები.
კანონის ამოქმედებით, ასევე, პრემიების გარეშე დარჩებიან: საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი, შემოსავლების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი, ცესკო-ს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი და მისი მოადგილე, მოსამართლე, საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და გამგებელი.


ნანახია: 2413-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტებში 2016 წელს განსახორციელებელ პროექტებზე, ტენდერების მიმდინარეობასა და ამ კუთხით არსებულ
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალი მოადგილეები წარადგინა.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი სულ 40 მუნიციპალიტეტის 1582 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა.
შესაბამისი ბრძანება საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ 21 დეკემბერს გამოსცა.
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ"

ამინდი