მამუკა მღვდელაძე: ნაციონალების ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ ვთვლი
თარიღი : 25-09-2013, 11:59 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიის მიმართ „ნაციონალი“ დეპუტატის გამოთქმულ ბრალდებებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მღვდელაძე პასუხობს.
მღვდელაძის თქმით, ის არ თვლის საჭიროდ, რომ „ნაციონალების“ განცხადებებს უპასუხოს. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იმასაც ამბობს, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ის ოპონენტებს პასუხობს.
„კომისია კანონის ფარგლებში მუშაობს და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შენახულია და ვისაც სურვილი აქვს, მისი ნახვა შეუძლია,“ - ამბობს მამუკა მღვდელაძე.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატის გია გოქაძის თქმით, საკონკურსო კომისია სანოტარო კანტორად გადაიქცა და ის „ქართული ოცნების“ დაკვეთებს ასრულებს. აღნიშნულის მაგალითად დეპუტატს კომისიის მიერ ქალაქის ვიცე-მერებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მოჰყავს.