Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მიშას ნაციონალები შეგნებულად აკეთებენ ჩადებას, რომ ოცნების სახელი გასვარონ"

თარიღი : 26-06-2015, 22:54 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვალდიმერ ჩუბინიძე, საქართველო პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარეს ეკა ბესელიას წერილით მიმართავს.
წერილს, რომელიც სააგენტო TopNews.com.ge-ის პატიმრის მეუღლემ მიაწოდა, უცვლელად გთავაზობთ.
"2010 წლის 20 ივლისს, როდესაც დამაპატიმრეს, ჩემზე განხორციელდა ძალადობა. მაიძულებდნენ, რომ ჩემს დაპატიმრებამდე 10 თვის წინ მომხდარი ყაჩაღობა ჩემს თავზე ამეღო და თანამზრახველად გარდაცვლილი მეგობარი დამესახელებინა. სასჯელაღსრულების დაწესებულება მოგვიანებით, 2013 წლის 18 იანვარს ამნისტიის შედეგად დავტოვე.
ციხის დატოვებიდან რამდენიმე ხანში ჩემზე დაიწყეს ზეწოლა, რომ ქვეყანა დამეტოვებინა, მაგრამ თანხისა და ვიზის არ ქონის გამო, ვერ შევძლი ამის გაკეთება. ჩემებთან ოჯახში ღამით გვიან მოვიდა ბესიკ ორბელაძე და მითხრა „წადით თუ არა ჩაგიდებთო". დილით გიორგი ლანჩავა დამხვდა და მანაც იგივე მითხრა: "ქვეყნიდან წადი თორემ, როგორც შენს ძმაკაცს ჩავუდეთ, ისე ჩაგიდებთ შენცო“.
ჩადების პროფესიონალები არიან თერჯოლის პოლიციელები, ყველასთან მართლები, როგორ არიან. ყველანი "ნაციონალების" დროს ნამუშევარები არიან და რა სიბიძურესაც არიან ნაჩვევი, იმას როგორ მოიშლიან,“-წერს ჩუბინიძე წერილში.
პატიმარი თავის წერილში იმასაც აღნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს ნათესავებთან აფარებდა, რათა პოლიციელებს ქვეყნიდან წასული ჰგონებოდათ.
"2014 წლის 30 ნოემბერს სოფელში ოჯახის მოსანახულებლად ავტომობილით ავედით მე და ჩემი მეგობარი. პიკაპის ავტომობილმა შეაჩერა და ისევ გზა გააგრძელა. ცოტა ხანში კი ჩვენს მანქანა პატრულის მანაქანა დაედევნა. მანქანიდან გადმოსვლა გვთხოვეს და მითხრეს, „რატომ არ დატოვე ქვეყანა და არ წახვედი“-ო. ცემა და გინება დაგვიწყეს. ამის შემდეგ ბესიკ ორბელაძემ რაღაც შავი შეიტანა ჩემს მანქანაში. მე ვყვიროდი, რამე არ ჩამიდოთ მანქანაში-თქო. ამ დროს კი პატრულის მანქანაში ჩამტენეს და პოლიციაში წამიყვანეს. ამ ფაქტის თვითმხილველებიც არიან მაგრამ მათ აშინებებენ.
ქალბატონო ეკა! თერჯოლაში დეპუტატი "ნაციონალების" ჯალათია. ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო, რომელსაც პატიმრების გაუპატიურებას და წამებას უჩიოდნენ, ეს არის კახა ბუცხრიკიძე და ასევე ძველი ჩამდები პოლიციელები. "ნაციონალები", როგორ ფიქრობთ ჩადებაში გასვრილი ხალხი ჩადებას გადაეჩვევა? ჩემს აზრს თუ გაითვალისწინებთ და ნაწილობრივ დამიჯერებთ, მაგ მიშას "ნაციონალები" შეგნებულად აკეთებენ ეგრე ჩადებას და სიბინძურეს, რომ თქვენი „ოცნების“ სახელი გასვარონ, დამიჯერეთ ასეა. გთხოვთ ქალბატონო ეკა, რომ მიაქციოთ ყურადღება ამ უსამართლობას და დამეხმაროთ სიმართლის პოვნაში . ძალიან გთხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს და მთავარ პროკურორს, მიაქციოთ ყურადღება ამ უსამართლობას და სიმართლე აზეიმოთ," - წერს ვლადიმერ ჩუბინიძე.
ამ დროისათვის ვლადიმერ ჩუბინიძე წინასწარ პატიმრობაში სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლის მე- 3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იმყოფება. აღნიშნული მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, გლუვლულიანი (სანადირო თოფის), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს, ხოლო სასჯელის სახით 5 წლიდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ნანახია: 3348-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამნაღმველების ინფორმაციის შემდეგ, ექსპერტიზა ჩატარდა, რომლის შედეგიც ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, ირაკლი პერტიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ამინდი