Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არამდგრად მიწაზე მდებარე სოფელ გორდის სკოლა შესაძლოა დაინგრეს

თარიღი : 26-06-2015, 16:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტტის სოფელ გორდის საჯარო სკოლა დანგრევის საფრთხის წინაშეა. იმის გამო, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არამდგრად მიწაზეა აშენებული და მიწა გადაადგილდება, სკოლის კედლები ყოიველდღიურად იბზარება. არამდგრადი ნიადაგის არეალში განსაკუთრებით შენობის სპორტდარბაზი და სამასწავლებლოა მოქცეული.

http://topnews.com.ge/photo/news/1435323354.jpg


http://topnews.com.ge/photo/news/1435323379.jpg


http://topnews.com.ge/photo/news/1435323400.jpg


სოფელ გორდის საჯარო სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი წლის წინ ჩაუტარდა. ამ დროისათვის გეოლოგები იმ ნიადაგს იკვლევენ, რომელზეც შენობაა განთავსებული. კერძოდ, სპეციალისტები ქანების გადაადგილებას აკვირდებიან, რის შენდეგაც გეოლოგების დასკვნა ცნობილი რამდენიმე თვეში გახდება.

http://topnews.com.ge/photo/news/1435323420.jpg


სკოლის დირექტორის თქმით, ,, სკოლის პრობლემების მიუხედავად, სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად გრძელდებოდა. ველოდებით გეოლოგების კვლევების დასრულებას,''- აცხადებს მანანა გელენიძე TopNews.com.ge -სთან საუბრისას.
რა ბედი ეწევა სოფელ გორდისწ საჯარო სკოლას, აღნიშნული სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის გეოლოგების კვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ნია ჯანჯღავა


ნანახია: 2952-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ გორდის სკოლა მცოცავ მიწაზე მდებარეობს, რის გამოც სკოლის შენობის კედლები დაბზარულია.
სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის პედაგოგის ფიქრია ქურასბედიანის თქმით, ამ დროისათვის სკოლის შენობის ერთი ფლიგელი დაცლილია, ხოლო

ამინდი