საქართველოში ინექციური ნარკომანების რაოდენობა 45 000 ადამიანს შეადგენს
თარიღი : 26-06-2015, 16:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკვაშირებით ქუთაისის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა.
შეხვედრაზე ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ პრობლემეზე, არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებებსა და საზოგადოების ინფორმირებაზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო სტატისტიკურ მონაცემებს. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 210 მილიონი ადამიანი არალეგელურ ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს. მათგან 200 000 ადამიანი იღუპება მისგან გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით ან ნარკოტიკის ზედოზირების გამო. საქართველოში ოფიციალური მონაცემებით, ინექციური ნარკომანების რაოდენობა 2012 წლის კვლევებით 45 000-ს ადამიანს შეადგენს, არაოფიციალური მონაცემებით ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია და 200 000-ს აღწევს.
ცნობისთვის, მსოფლიოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და უკანონო გავრცელების წინააღმდგეს ბრძოლის საერთაშორისო დღე 1987 წლიდან აღინიშნება.
თიკო თევდორაძე