სამტრედიაში ავტომანქანა, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა მართავდა, ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა
თარიღი : 26-06-2015, 16:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სამტრედიაში მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა მართავდა, ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა.
შემთხვევა მუნიციპალიტეტის ცენტრში ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ავტომანქანას მაღალი სიჩქარით მართავდა.
„ბებიას შვილიშვილი გზაზე გადაჰყავდა. ამ დროს მაღალი სიჩქარით ავტომობილმა გამოიარა, რომელსაც გოგონა მართავდა და მათ დაეჯახა. ადგილზე მალევე პატრული და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა. დაშავებულები სავარაუდოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა თვითმხილველმა.
topnews.com.ge სამტრედიის საავადმყოფოს მედიკოსებს დაუკავშირდა. მათი თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.