Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი შეიძლება იყოს ფასიანი"

თარიღი : 26-06-2015, 00:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რიკოთი-არგვეთის გზის მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლოა ფასიანი გახდეს.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით მილიარდ ასი მილიონის ინვესტიციაა საჭირო.
მისი თქმით, აღნიშნული გზა ფასიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ალტერნატიული გზა.
„ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია. თქვენ იცით, რომ როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს გზების მშენებლობა და რიკოთი-არგვეთის რთულ მონაკვეთზე არის სერიოზული პრობლემები, ამიტომ განიხილება რამდენიმე ვარიანტი. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გზა მნიშვნელოვნად შეამოკლებს როგორც მანძილს ხაშურსა და ზესტაფონს შორის, ასევე დროს. ამავე დროს, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის, ისიც რომ გზა იყოს ფასიანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ალტერნატიული გზები, სხვა შემთხვევაში არ განიხილება. საუბარია იმაზე, რომ როგორც მიღებულია მსოფლიოში, ფასიანი შეიძლება იყოს გზის მონაკვეთი თუ მას ალტერნატივა გააჩნია. ამჟამად მოლაპარაკება მიდის, რათა ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოხდეს, ამავე დროს დარჩეს ძველი გზა, რომელიც სათანადო დონეზე იქნება აღჭურვილი. ამ თემაზე გვექნება საუბარი. დაახლოებით მილიარდ-მილიარდ ასი მილიონი დოლარის ინვესტიცაა საჭირო, რათა უახლოეს დროში აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილი შეუერთდეს ჩქაროსნულ მაგისტრალს“, - განაცხადა ხადურმა.


ნანახია: 2816-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე აცხადებს, დეტალები სწორედ სამუშაოების დასრულების შემდეგ
პროექტის მიხედვით დაგეგმილია 100 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რადგან ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული
დაგეგმილია 100 ლიკომეტრიანი მონაკვეთის მსენებლობა, რადგან ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული ავტობანი.
აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, იქნება თუ არა ფასიანი რიკოთის მაგისტრალი ან ავტომაგისტრალის რომელიმე მონაკვეთზე

ამინდი