"ჩვენ ყველამ მოვახერხეთ სიკეთისთვის გაერთიანება," - საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში
თარიღი : 24-06-2015, 19:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, თბილისში სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა საქველმოქმედო კენცერტი გამართა. კონცერტში ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო სკოლა, სამხატვრო სკოლა, ვოკალის სკოლისა და ლათინო ამერიკული-ცეკვების სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონცერტის პარალელურად, თეატრის ფოიეში სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნახატები გამოიფინა.
"ჩვენ ყველამ მოვახერხეთ სიკეთისთვის გაერთიანება და მიხარია, რომ ერთად თანადგომა შეგვძლებია,"-განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ხოლო ორ ათეულამდე ადამიანი დაიღუპა.
თიკო თევდორაძე