"ქართული ოცნების" გეგმით, ქუთაისის გადარჩენა 621 240 აშშ დოლარი ჯდება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ბიზნესისა და ეკონომიკის კომისია ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს წევრებს მიმართავს. მიმართვაში კომისია ქალაქში მეწარმეობის ცენტრის შექმნისათვის საკრებულოსგან თანხმობას ითხოვს.

„ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ 2004-2012 წლებში ქუთაისში 90 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაახლოებით 80 000 კაცზე მეტი გასულია ქალაქიდან სამუშაოს საძებნელად. მოშლილია 200 მსხვილი და 200-მდე მცირე საწარმო. განადგურებულია მათი საწარმოო მოწყობილობა და დანადგარები. უმრავლესი მათგანი ჯართის გასად გატანილია საზღვარგარეთ. ქუთაისში წარმოებული პროდუქცია შეადგენდა 60%-ს, დღეისათვის კი ქალაქში წარმოებული პროდუქცია შეადგენს 0.3%-ს. ჩვენი აზრით ეს ყველაფერი გამოწვეულია არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო. მოგმართავთ თხოვნით და განსახილველად გიგზავნით ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტს. ველით თქვენს გადაწყვეტილებას,“ - ნათქვამია მიმართვაში.

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ბიზნესისა და ეკონომიკის კომისიის მიერ მომზადებული პროექტით, ქუთაისში მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნა 621 240 აშშ დოლარი ჯდება.