Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კულტურის მინისტრი ბაგრატის საკათედრო ტაძარსა და გელათის სამონასტრო კომპლექსს მოინახულებს

თარიღი : 24-06-2015, 10:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე საფრთხის ქვეშ მყოფ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - ბაგრატის საკათედრო ტაძარსა და გელათის სამონასტრო კომპლექსს- მოინახულებენ.
"საქართველო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობს UNESCO-ს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან და წარმატებით ასრულებს ყველა რეკომენდაციას. 30 ივნისს კულტურის მინისტრი გერმანიაში, ბონში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიას დაესწრება.კომიტეტზე განსახილველ ასზე მეტ საკითხთან ერთად, საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ქართული ნიმუშების - მცხეთის ისტორიული ძეგლების, გელათის მონასტრისა და ბაგრატის საკათედრო ტაძრის საკითხსაც განიხილავენ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და სხვა სამთავრობო და თვითმმართველი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით, ქართული მხარე საფრთხის ქვეშ მყოფი ქართული ძეგლების იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნების საკითხზე აქტიურად მუშაობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციტივით და კოორდინაციით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრსა და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობის უპრეცედენტო ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს და ხაზს უსვამს მსოფლიო მემკვიდრეობის კულტურული და ბუნებრივი ძეგლების დაცვისა და განვითარების სფეროში ქვეყნის დამოკიდებულებას," - აცხადებენ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიის ფარგლებში, ბონში ევროპისა და ჩრდ. ამერიკის რეგიონის პერიოდული ანგარიშგების მეორე ციკლის დასრულების საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომლის მასპინძელი საქართველო იქნება.
ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ევროპისა და ჩრდ. ამერიკის 50-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე წარმომადგენლისთვის იუნესკოში ქართული მიღება - ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, უშუალოდ დააგემოვნებენ ქვევრის ღვინოს, რომლის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მე-8 სესიაზე მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დამატებითი ინფორმაცია: ქართული მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან, საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციისთვის და კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებით, პირველად განხორციელდა: მცხეთის კულტურული ლანდშაფტის კვლევა და მომზადდა - ისტორიულ მცხეთაში განხორციელებული ახალმშენებლობების კულტურულ მემკვიდრეობაზე ზემოქმედების შეფასება.
მცხეთის თვითმმართველობის მიერ მზადების პროცესშია მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია და მოთხოვნები.
იუნესკოს რეკომენდაციით ქართულმა მხარემ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს წარუდგინა გელათის მონასტრისა და ბაგრატის საკათედერო ტაძრის საზღვრების მოდიფიცირების დოკუმენტი. დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმის დოკუმენტზე და მიმდინარეობს გელათის კონსერვაციის გეგემის განახლება, რომლის ფარგლებში 2008 წლიდან ხორციელდება გელათის მონასტრის სრული რეაბილიტაცია და რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციის - იკომოსის (ICOMOS) მიერ დადებითად არის შეფასებული.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამოსცა გზამკვლევი - UNESCO-ს კონვენცია მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახაბ.


ნანახია: 2548-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე და იგეგმება გელათის კონსერვაციის გეგმის განახლება.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადებით, დღევანდელ სესიაზე გადაწყდა ორივე ტაძრის -
საქართველო პოლონეთში დაგეგმილ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე, გელათის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან
1994 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი გელათის მონასტერი 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ
გადაწყვეტილება ამის შესახებ იუნესკოს არამატერიალური კულტურული კომიტეტის მეთერთმეტე სესიაზე მიიღეს.
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა

ამინდი