Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გია გოქაძე: ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისია სანოტარო კანტორას დაემსგავსა

თარიღი : 25-09-2013, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ წევრის გია გოქაძის განცხადებით, ქალაქის მერიის საკონკურსო კომისია სანოტარო კანტორად გადაიქცა, რომელიც „ქართული ოცნების“ ინტერესებს ატარებს. დღევანდელ ბრიფინგზე გოქაძე საკონკურსო კომისიის მიერ ვიცე-მერებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ვიცე-მერის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა კონკურსი. კონკურსის შედეგად ვიცე-მერებად ის ადამიანები დაინიშნენ, რომლებიც კონკურსამდე ვიცე-მერების მოვალეობას ასრულებდნენ.
„61-მა კაცმა შეიტანა განაცხადი და კომისიამ მხოლოდ 4 კანდიდატი გაუშვა. სამი ადგილი თავისუფალი იყო და მეოთხე ალბათ დემოკრატიისათვის აირჩიეს. 2 250 ლარიან თანამდებობაზე დასანიშნი ადამიანების სია წინასწარ იყო ცნობილი. ეს არის კონკურსანტების დაცინვა. დარჩენილ 45 ვაკანტურ ადგილზე ალბათ წინასწარ არის ცნობილი, ვინ შეიძლება იყოს შესაბამისი სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე. საკონკურსო კომისია იმ ხალხისგან უნდა დაკომპლექტდეს, რომლებსაც ამ ქალაქში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისსმგებლობის აღება შეუძლიათ,“ - ამბობს გია გოქაძე.


ნანახია: 2256-ჯერ

მსგავსი სიახლეები
7 კაციანმა კომისიამ ვიცე-მერებად თენგო თოფურიძე, კონსტანტინე ლომიძე და გია შარაბაძე აირჩია.
მღვდელაძის თქმით, ის არ თვლის საჭიროდ, რომ „ნაციონალების“ განცხადებებს უპასუხოს. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იმასაც ამბობს,
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ ქალაქის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო
ქუთაისის მერიას კვლავ ოთხი ვიცე-მერი ეყოლება.
მეშველიანის თქმით, საჭიროა საკონკურსო-საატესტაციო კომისია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდეს.
მხარის რწმუნებულის ზაზა მეფარიშვილის თქმით, კონკურსი 3 თვეში დასრულდება და საკონკურსო-საატესტაციო კომისია 5 წევრისგან

ამინდი