ზესტაფონის გამგეობა საუკეთესო მეთევზეების გამოსავლენად ემზადება
თარიღი : 22-06-2015, 16:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით 27 ივნისს შაორის ტბაზე მოეწყობა მეთევზეთა გასვლითი ტური.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მეთევზე მოყვარულს.
"გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოებით. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. გასვლა მოხდება 27 ივნისს 5 საათზე გამგეობის ტერიტორიიდან. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში,"- ნათქვამია ზესტაფონის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.