"რესტორნის გარეთ ერთმანეთი დაასისხლიანეს," - ჩხუბი ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში

ქუთაისთან ახლოს, ქვიტირის გზაზე მდებარე რესტორან "ამირანში" დაწყებული შელაპარაკება, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბში გადაიზარდა. როგორც Topnews.com.ge-ს ამბის ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, ახალგაზრდებს, რომლებიც სკოლის მოსწავლეები იყვნენ, შელაპარაკება მათზე რამდენიმე წლით უფროსებთან მოუვიდათ.

"რესტორნის გარეთ მათ ერთმანეთი დაასისხლიანეს, მათი გაშველება ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე გარკვეული ხნის შემდეგ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოვიდა. დაპირისპირებული ახალგაზრდები განყოფილებაში გადაიყვანეს, რასაც დაკავებულთა ახლობლების მხრიდან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება მოჰყვა," - აცხადებს თვითმხილველი.
გიორგი აბაზაძე