Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი სტუდენტები შეგროვებული თანხით სტიქიით დაზარალებულ ოჯახს დაეხმარებიან

თარიღი : 21-06-2015, 22:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ქუთაისში არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება განხორციელდა და მსგავსი აქტივობები მომავალშიც იგეგმება. საინიციატივო ჯგუფ "PIE GROUP"-ის საქველმოქმედო აქცია ერთ-ერთი მათგანია. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 2 დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში და ჭავჭავაძის გამზირზე თანხის შეგროვებას თეატრალურ-მუსიკალური პერფომანსების დადგმით ცდილობდნენ.

http://topnews.com.ge/photo/news/1434911917.jpg


"ბევრი უკეთილშობილესი ადამიანი შეგვხვდა ამ პერიოდის მანძილზე. ყველა თავისებურად გვეხმარებოდა, იქნებოდა ეს მოხალისეებისთვის საჭირო წყალი და საკვები თუ წარწერებისთვის საჭირო ფურცლები და მარკერები. ერთი სიტყვით მიხარია, რომ მოვახერხეთ ქუთათურების ასე გაერთიანება კეთილი საქმისთვის,"-ამბობს საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი პაპუნა რევიშვილი.
სტუდენტების მიერ შეგროვებული თანხა ჯერჯერობით 2 155 ლარია, თუმცა საქველმოქმედო აქციის მონაწილეები თანხის რაოდენობის გაზრდას ელოდებიან. როგორც საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი აცხადებს, ისინი შეგროვებული თანხით თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ერთ რომელიმე კონკრეტულ ოჯახს დაეხმარებიან, ხოლო რამდენიმე ადამიანის მიერ ნაჩუქარ ხატებს სამების ტაძარს შესწირავენ.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2354-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მუსიკოსები, მხატვრები, პოეტები და სკოლის მოსწავლეები ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში საქველმოქმედო სახის ღონისძიებებს მართავენ და
თბილისში, სტიქიით დაზარალებულებისათვის ქუთაისში შეგროვებული დახმარება ვაკის გამგეობას გადაეცა
ღონისძიებიდან შემოსული თანხით მრავალშვილიან და შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან.
საქველმოქმედო აქციაში ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამაც მიიღო მონაწილეობა და მადლობა გადაუხადა მიულერების ოჯახს დღევანდელი

ამინდი