ქუთაისში მიკროავტობუსების მძღოლებმა პროტესტი შეწყვიტეს
თარიღი : 21-06-2015, 15:03 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში დღეს დილით გაფიცულმა მიკროავტობუსების მძღოლებმა პროტესტი შეწყვიტა.
ეს გადაწყვეტილება მძღოლებმა ქალაქის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
მათი განცხადებით, ადგილობრივმა მთავრობამ განუმარტა კონკურსის პირობები და დარწმუნდნენ, რომ ყველა პროცესი გამჭირვალედ ჩაივლის. გაფიცულები ასევე აცხადებდნენ, რომ ხვალ აპირებენ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.
თავის მხრივ, ადგილობრივ მთავრობაში აღნიშნეს, რომ საკონკურსო პირობები არ შეცვლილა და კონკურსი ჩაივლის ღიად და გამჭირვალეთ სწორედ ისე, როგორც წინა ეტაპი წარიმართა. მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ირაკლი ცხვედიანის თქმით არასწორია გავრცელებული ინფორმაცია თითქოს და მთლიანად ტრანსპორტია გაფიცული.
"ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ყველა ავტობუსი და ის მიკროავტობუსი, რომელთა მძღოლებმაც და კომპანიებმა უკვე გაიარეს კონკურსი. მთავრობას არანაირი ახალი ხაზები არ დაუმატებია და არც სამუშაო ადგილები შეუმცირებია. კონკურსის მიხედვით, იგივე სატრანსპორტო სისტემა რჩება ქალაქში, საუბარია მხოლოდ მგზავრთა პირობების გაუმჯობესებაზე, რადგან ქუთაისში მგზავრთა გადაყვანაზე არსებული მიკროავტობუსების 60 % მოძველებულია. კონკურსის ერთი ნაწილი უკვე ჩატარდა, რომელიც იყო გამჭირვალე, მას კომისიის წევრებთან ერთად გადამზიდავი კომპანიების წამომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული კონკურსის ვიდეო ჩაწერა მიმდინარეობდა და არცერთ კომპანიას პრეტენზია არ გამოუთქვამს. სატრანსპორტო კომპანიების ნაწილი შიშობს, რომ ახალი კონკურენტუნარიანი პირობების დროს კონკურსში ვერ გაიმარჯვებენ, ამან გამოიწვია მათი გაფიცვა“- განაცხადა ცხვედიანმა.
ქუთაისის მერიაში ასევე განმარტავენ, რომ ადგილობრივ მთავრობას არ ევალება კერძო კომპანიების მძღოლთა ტრანსპორტის პირობების გაუმჯობესება. ეს ამავე კომპანიების გასაკეთებელია.
"მერია ახალ კონკურს იმის გამო ატარებს,რომ სატენდერო პირობებით ძველ გადამყვანებს ვადა ამოეწურათ. მიმდინარე კონკურსი ღიაა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის," - აცხადებენ ქალაქის მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში.
ამ დროისათვის ყველა მიკროავტობუსის მძღოლი სამუშაოს დაუბრუნდა.