ქუთაისში ბერა ივანიშვილის კონცერტი უამინდობის მიუხედავად, მაინც გაიმართა
თარიღი : 24-09-2013, 23:26 | კატეგორია: საზოგადოება

მომღერალმა ბერა ივანიშვილმა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე,საკონცერტო ტურნეს „ჩვენ ვართ საქართველოს" ფარგლებში კონცერტი გამართა.
უამინდობის გამო ქალაქის ცენტრალური მოედანი, სადაც კონცერტი მიმდინარეობდა ნახევრადცარიელი იყო.
კონცერტზე სიმღერები ბერას ალბომიდან „გპირდები" და ასევე ბერა Lil PLayy-სთან ერთად ჩაწერილი სინგლი „Summertime" შესრულდა.
ცნობისთვის, მომდევნო კონცერტები 29 სექტემბერს საჩხერეში, 3 ოქტომბერს ახალციხეში, 6 ოქტომბერს გორში, 9 ოქტომბერს თელავში, 12 ოქტომბერს რუსთავში ჩატარდება. რეპერი ტურნეს 24 ოქტომბერს, თბილისში დაასრულებს.