"არ გვჭირდება განათლებული, გამოცდილი ნიჭიერი ძველი კადრები, ამ ყველაფერს მშვენივრად გაართმევს თავს ჩვენი ნათესავები"
თარიღი : 21-06-2015, 14:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ანა ანაკიძე სოციალური ქსელის მეშვეობით საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს ღია წერილს უგზავნის.
მისი თქმით, ქუთაისის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებმა მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე საკუთარი ახლობლები დაასაქმეს.
როგორც ანაკიძე აცხადებს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმდჯომარემ დავით დვალმა და კომისიის წევრებმა პროფესიონალი კადრები სამსახურიდან გაუშვეს.
ანა ანაკიძის მიერ, სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელებულ ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ.
[სტილი დაცულია]. "დიდი ინტერესით ველოდი მერიის საინფორმაციო საიტზე გამოქვეყნებულ კონკურსის საბოლოო შედეგებს და თან თქვენს წერილს, რომლითაც შედეგები უნდა გემცნოთ.
ამაო აღმოჩნდა ეს მოლოდინი, სიები კი გამოქვეყნდა მეტად ,,მოცულობითი“ (მისი შინაარსის მიხედვით), მაგრამ წერილი არამც და არამც არ მოვიდა, არადა ხომ იცით მაინც სასიამოვნოა, როცა ინფორმაციას თუნდაც უსიამოვნოს დაფასებული ფორმით გაწვდიან.მერე ვიფიქრე ალბათ ბატონმა ნაკაშიძემ გირჩიათ წერილი ჩემი რეგისტრაციის მისამართზე გაგეგზავნათ, იქ კი ცხონებული ბებიაჩემი ვერ შეეგება ალბათ კურიერს(ბატონი ვლადიმერი ხომ გასაუბრების დროს გამალებით იცავდა იმ აზრს, რომ პირადობის მოწმობის რეგისტრაცია და საცხოვრებელი მისამართი ერთსა და იმავეს ნიშნავდა და რომ ,,უკანონოდ“ ვცემდით ჩვენ თურმე საცხოვრებელი ადგილის ცნობებს ე.წ. ფორმა N 2-ს მთელი იმ ,,სისხლიანი 9 წლის მანძილზე“) თუმცა წერილის მოსვლის გარეშეც, გამოქვეყნებული სიების ნახვის შემდეგ საკმარისი აღმოჩნდა, წამიერად საკუთარი თავის რწმენა დამეკარგა, იმ წუთს პირველად ვიგრძენი ,,თავს ზემოთ რომ ძალა არ არის“...გავბედავ და ერთ რჩევას მოგცემთ: ნუ დადებთ ვაკანსიას ამ შინაარსით“ ,,გვესაჭიროება ახალგაზრდა, გამოცდილი ადამიანი უმაღლესი განათლებით...“ თორემ ამ დროს ,,დიდი წარმოდგენა“ გვექმნება საკუთარ თავზე და განაცხადის გამოგზავნას ,,ვბედავთ“, დაწერეთ პირდაპირ: ,,არაფერში არ გვჭირდება განათლებული, გამოცდილი ნიჭიერი ძველი კადრები, ამ ყველაფერს მშვენივრად გაართმევს თავს ჩვენი ნათესავები, ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ,,აქტივისტები“ და წინა მთავრობაზე დაბოღმილი ადამიანები“... მესამე ტურზე დადებული ვაკანსიის დროს ცოტა ,,ეშმაკობა“ ვიხმარე და გადმოვგზავნე რეზიუმე უბრალოდ ,,საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის“ სპეციალისტის ვაკანსიაზე, იქ სადაც ჩვეულებრივ შეიძება მიგეღოთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს სამუშაო გამოცდილება და აქვს საშუალო, ტექნიკური განათლება. წარმოიდგინეთ და აღნიშნულ ვაკანსიაზე უარი მოვიდა... გამოდის, რომ იქ სადაც შვიდი წელი ვიმუშავე, ესეიგი არ მიმუშავია? მაშინ რატომ არ დევს ჩემს პირად საქმეში არც ერთი საყვედური? და სად იყო ამ დროს ის პიროვნება, რომელსაც ამ ,,არ მუშაობისთვის“ თავისუფლად შეეძლო ჩემი გათავისუფლება? თუ ის პერიოდი არ ითვლება, ან იქნებ ,,იმ წლებში“ მუშაობაც არაკანონიერად მიგაჩნიათ?! დაფიქრდით, სად ხედავთ აქ ლოგიკას?!
და როდესაც ,,ახალ, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ“ გუნდზე საუბრობთ და ტელევიზიით თავს იწონებთ კარგად გაიხსენეთ ეს ის ,,პროფესიონალები“ ხომ არ არიან გასულ წელს ამ ,,არაპროფესიონალმა“ თანამშრომლებმა რომ შეასწავლეს საქმისწარმოება და ზოგიერთ მათგანს წერა-კითხვაც კი... ამ ყველაფერს ვიაზრებ და გულსაწყვეტიც ძალიან ცოტა რჩება.. ისე კი როცა მართლა ათეულობით გამოცდილი და პროფესიონალი კადრი, რომლებიც სამსახურის ღერძს წარმოადგენდნენ უარით გაისტუმრეთ, იცოდეთ რომ პირველ რიგში ისევ თქვენ და ჩვენს ქალაქს დააკლდა, მიუხედავად იმისა რამდენად შეგწევთ ამის გააზრების უნარი... და ბოლოს ამ ძალზედ ,,მიგნებულად“ თვენივე კერპის მიერ გაჟღერებული ძველი ქართული ანდაზისა არ იყოს ,,ზოგი ჭირი მარგებელია“ მე კი მჯერა, სადაც ერთი კარი იხურება იღება მეორე,"- წერს ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ანა ანაკიძე.