ქუთაისში მიკროავტობუსის მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ
თარიღი : 21-06-2015, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, "წითელი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცული სამარშუტო ტაქსის მძღოლები მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
მძღოლების თქმით, ქალაქის მერიამ სამარშუტო მომსახურეობაზე კონკურსი გამოაცხადა და მათი ინფორმაციით, აღნიშნულ კონკურსში ახალი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, რის გამოც ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან.
ისინი ამტკიცებენ, რომ მერიაში უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა მანქანის ასაკს ვიდრე მძღოლის გამოცდილებას.გაფიცულები აპროტესტებენ იმასაც, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება სხვა ქალაქებიდან ჩამოსულებსაც მიეცათ.
"280-მდე მიკროავტობუსის მძღოლი ვართ გაფიცული. ჩვენი მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებთ,"- აცხადებენ გაფიცულები.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მიკროავტობუსების მძღოლების ერთი ნაწილის მიერ წამოყენებული პრეტენზიები უსაფუძვლოა. მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ირაკლი ცხვედიანის თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს და მთლიანად ტრანსპორტია გაფიცული.