წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს ტრენინგებს უტარებენ
თარიღი : 20-06-2015, 00:47 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის" პროექტის- „სტუდენტური უნივერსიტეტის“ ფარგლებში, თემაზე "ჯანსაღი ცხოვრების წესი" ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. „ პროექტის მიზანია სტუდნეტებში ცოდნის გაღრმაევება ამა თუ იმ საკითხებში. პროექტი არ არის ერთჯერადი და ყოველკვირეულად ტრენინგები სხვადასხვა თემაზე ჩატარდება, რათა სტუდენტებმა გაიგონ ამა თუ იმ თემის შესახებ უფრო დაწვრილებით“, - განაცხადა, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა აბესაძემ.