თანამდებობაზე აღდგენილ ხონელ ჩინოვნიკს კვლავ განთავისუფლებით ემუქრებიან

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასამართლოს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების უფროსმა ხათუნა ბახტაძემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასამართლო პროცესი მოუგო და გამგეობას სამსახურში მისი დაუყოვნებლივი აღდგენა დაავალა.
ხათუნა ბახტაძის ინტერესებს სამტრედიის რაიონულ სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი რობიზონ ხურცილავა იცავდა. ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხათუნა ბახტაძე დაკავებულ თანამდებობაზე უნდა აღდგეს, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა კატეგორიულად მოითხოვს მისგან პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებას. „წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ განთავისუფლებით ემუქრებიან,“ - ამბობს ადვოკატი.