Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის გამგებელს მოადგილემ ქრთამი შესთავაზა

თარიღი : 19-06-2015, 13:50 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის გამგებელს რობიზონ გვენეტაძეს მოადგილემ შალვა ჯიშკარიანმა ქრთამი შესთავაზა. არსებული ინფორმაციით, გამგებელ რობიზონ გვენეტაძეს მუხურის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ათასი ლარის ქრთამი მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ და ერთ-ერთი სამსახურის უფროსმა შესთავაზეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას და აღებას გულისხმობს. თავად შალვა ჯიშკარიანი მომხდარს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მას აღნიშნული ბრალდება იმის გამო შეუთხზეს, რომ ის ტყიბულის მაჟორტიარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის კადრია. "ამგვარად ჩემი ციხეში გამოკეტვა სურდათ," - აცხადებს ჯიშკარიანი.
თემასთან დაკავშირებით Topnews.com.ge უახლოეს ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


ნანახია: 3074-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯიშკარიანის თქმით, ტყიბულში მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის კადრებს გამგებელი რობიზონ გვენეტაძე
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების
როგორც Topnews.com.ge-ს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი გოგინავამ განუცხადა, პაციენტი სახის
ქომაგის წოდება გამგებელმა მამულიშვილური განწყობის, პროფესიონალიზმისა და გამორჩეული მენეჯერული თვისებების დასტურად მიიღო.
გოგი წულაია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოთხოვნას პასუხობს.

ამინდი