ქუთაისში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლას აღარ იზეიმებენ
თარიღი : 19-06-2015, 11:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მიმდინარე წლის 23 ივნისს ქუთაისში ოლიმპიური ცეცხლი შემოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება იყო დაგეგმილი, თუმცა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქში მხოლოდ ცეცხლის დანთების ცერემონიალი გაიმართება. "ყველა სხვა გასართობი ღონისძიება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, არ ჩატარდება," - აცხადებენ ქალაქის მერიის პრესსამსახურში.