Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის თეატრში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სპექტაკლი გაიმართება

თარიღი : 19-06-2015, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 26 ივნისს, 18:00 საათზე საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება. ნაჩვენები იქნება ფესტივალ “თეატრალური იმერეთი 2015“-ის გამარჯვებული, რეჟისორ კახა გოგიძის მიერ დადგმული სპექტაკლი „მუსუსი“.
სპექტაკლზე დასასწრებად ბილეთის ფასი 5 ლარია. შემოსული თანხა თბილისში, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება. „ველოდებით ერთგულ მაყურებელს, რომელიც მზადაა თანადგომა გამოუცხადოს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს,“-აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში. აღსანიშნავია, თეატრალურ ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ, მსახიობები "მუსუსს" ჭიათურის თეატრში პირველად ითამაშებენ.


ნანახია: 2367-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წარმოდგენა 2015 წლის 3 ივლისს, 18:00 საათზე არის ჩანიშნული.
ფესტივალში იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებდნენ მონაწილეობას
თეატრალური იმერეთი 2016"-ის ფარგლებში წელს თეატრებმა 18 სპექტაკლი წარმოადგინეს.
გილოცავთ ქართული თეატრის დღეს და გელოდებით თეატრში

ამინდი