ნაფიცმა მსაჯულებმა სამსახურებრივ გულგრილობაში ბრალდებული გაამართლეს
თარიღი : 19-06-2015, 11:04 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატი გელა სიორდია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ი.ჭ.-ს ინტერესების დაცვას ახორციელებდა. ი.ჭ.-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (სამსახურებრივი გულგრილობა).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავდა. დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდების მხარემ ი.ჭ.-ს ბრალეულობაში ნაფიცი მსაჯულების დასარწმუნებლად სათანადო მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. დაცვით სიტყვაში ადვოკატმა ასევე ყურადღება გაამახვილა გამოძიების კვალიფიციურობაზე და ობიექტურობაზე საქმეში არსეული ხარვეზებიდან გამომდინარე.
საბოლოოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მხარი დაუჭირა ი.ჭ.-ს გამამართლებელ ვერდიქტს და ის უდანაშაულოდ ცნო.