ქუთაისის ოპერა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სპექტაკლს მართავს
თარიღი : 18-06-2015, 19:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში თბილისში, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, ზ. ფალიაშვილის სამმოქმედებიანი ოპერა „დაისი“ გაიმართება. წარმოდგენა 2015 წლის 3 ივლისს, 18:00 საათზე არის ჩანიშნული.
"13 ივნისს თბილისში მომხდარმა ფაქტმა სრულიად საქართველო შეძრა. ქუთაისის ოპერის თეატრი თანაუგრძნობს დაზარალებულ ოჯახებს და სპექტაკლზე შემოსული თანხა გადაირიცხება დახმარების ფონდში," - აცხადებენ ქუთაისის ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ფალიაშვილის "დაისზე" დასასწრებად ბილეთები ოპერის თეატრის სალაროში იყიდება. ბილეთების დაჯავშნა ასევე შესაძლებელია შემდეგ ტელეფონზე: 0431 24 50 53.