თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება
თარიღი : 18-06-2015, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
მუსიკოსები, მხატვრები, პოეტები და სკოლის მოსწავლეები ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში საქველმოქმედო სახის ღონისძიებებს მართავენ და ადგილობრივებს დედაქალაქის მაცხოვრებლების დახმარებისკენ მოუწოდებენ.
როგორც ისინი აცხადებენ, საქველმოქმედო სახის ღონისძიებები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და შემოსული თანხა თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს გადაერიცხებათ.
„ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში შეკრებილები ვართ, რათა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმაროთ. მეტ-ნაკლებად ხალხი ტოლერანტულია და მზად არიან, დაზარალებულებს დაეხმარონ“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნანო ჯიქიძე.
შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის გამო დაიტბორა და განადგურდა საცხოვრებელი სახლები. არის ადამიანური მსხევრპლი. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულია 19, ხოლო დაკარგულად 3 ადამიანი ითვლება.