ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს
თარიღი : 18-06-2015, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, ახალგაზრდული ცენტრი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ topnews.com.ge-ს განუცხადა, საქველმოქმედო კონცერტში საბალეტო სკოლა, ლათინო-ამერიკული ცეკვების სტუდია, სამხატვრო სკოლა, ვოკალური სტუდია და თეატრალური ჯგუფის ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას.
"ახალგაზრდული ცენტრი უერთდება ქუთაისის ოპერის ინიციატივას. 22 ივნისს 17:00 საათზე ჩვენის ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისში სტიქიით დაზარალებულთათვის. გთხოვთ ვიაქტიუროთ და გავერთიანდეთ სიკეთისთვის, "- აცხადებს ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ოპერის თეატრი სტიქიით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარების მსურველებს დარბაზს უსასყიდლოდ დაუთმობს.