ოლიმპიური ცეცხლი იმერეთშია

ოლიმპიური ცეცხლი იმერეთშია, რეგიონში ესტაფეტა საჩხერის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო.
ჩირაღდანი საზეიმო ვითარებაში პირველად იმერეთის გუბერნატორმა აანთო, შემდეგ კი ეტაპობრივად დანარჩენ ხუთ მეჩირაღდნეს გადაეცა.
დანიშნულების ადგილამდე ოლიმპიური ცეცხლი ბოლო მეჩირაღდნემ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ მიიტანა. ცეცხლს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილი ადგილობრივი მცხოვრებლები დახვდნენ, რომლებსაც ისტორიული მოვლენა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული სამყაროს წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ოლიმპიურ ცეცხლს საჩხერეში თბილისში სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო შავი ლენტებით დახვდნენ, ასევე გაუქმდა საზეიმო კონცერტიც, რომელიც მუნიციპალიტეტში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო.
ოლიმპური ცეცხლი იმერეთის რეგიონში 25 ივნისამდე დარჩება.