სტიქიის დროს დაკარგულ ქუთაისელ სერგი კაპანაძეს დეიდა ეძებს
თარიღი : 18-06-2015, 12:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიმდინარე წლის 13 ივნისს, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ბოლო მონაცემებით 19 ადამიანია დაღუპული, ხოლო 4 ადამიანი კვლავ იძებნება. მათ რიცხვშია ქუთაისელი სერგი კაპანაძე, რომელიც დებ ინდირა და ლიზა ზარანდიებთან ერთად ტაქსში იჯდა. კაპანაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი თანამშრომლის შვილობილია. როგორც ცნობილია, მას დედა ბავშვობაში გარდაეცვალა და დეიდამ აღზარდა. ხოლო თბილისში ერთ-ერთ ბარში მუშაობდა. უნივერსიტეტის ბიბლიოთწკარები, რომელთაც სერგი კაპანაძესთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ, მას დადებითად ახასიათებენ. დაკარგული მამაკაცის მოსაძბნად თბილისში სერგი კაპანაძის აღმზრდელი დეიდა გაემგზავრა.
ცნობისთვის, დები ზარანდიები, რომლებიც სტიქიის დროს სერგი კაპანაძესთან იმყოფებოდნენ, გარდაცვლილები იპოვეს. თავად კაპანაძის პოვნა კი ამ დროისათვის ვერ ხერხდება.
სოფო მანჯგალაძე
ცნობისთვის, დები ზარანდიები, რომლებიც სტიქიის დროს სერგი კაპანაძესთან იმყოფებოდნენ, გარდაცვლილები იპოვეს. თავად კაპანაძის პოვნა კი ამ დროისათვის ვერ ხერხდება.
სოფო მანჯგალაძე