"56 წლის მამაკაცი პოლიციაში წაიყვანეს ინერვიულა და ქუჩაში, სკვერში გარდაიცვალა

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ–ერთ სკვერში 56 წლის ლევან აბზიანიძე გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებენ მამაკაცი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, იქ დიდი რაოდენობით შარდმდენი აბები დაალევინეს, რის შემდეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.
"საწყალ კაცს ბევრი შარდმდენის წამლები დაალევინეს, უთხრეს უნდა შეგამოწმოთ წამალზეო. როცა განყოფილებიდან გამოვიდა წნევა დაუვარდა და ქუჩაში სკამზე გარდაიცვალა. უპატიოსნესი კაცი იყო, ვინც დასაჭერია იმას არ იჭერენ და ამ კაცს რას ერჩოდნენ", – აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი სვეტლანა ახალაია.
topnews.com.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში ნარკოტიკულ ნივითირებაზე შემოწმების მიზნით მართლაც ჰყავდათ წაყვანილი, თუმცა პრეპარატების დალევის იძულებას არ ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, მამაკაცს ნარკოტიკული საშუალებების მიღება მამაკაცს არ დაუდასტურდა, რის შემდეგადაც ის სახლში გამოუშვეს. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მომხდარზე საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.