წყალტუბოს რაიონის სოფლებში მგლები გამოჩნდნენ
თარიღი : 17-06-2015, 18:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში მოსახლეობამ მგლები შენიშნეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მგლებს ისინი გასულ კვირებშიც ამჩნევდნენ, თუმცა ბოლო დღეებია, გარეული ცხოველები მათ ეზოებში სისტემატურად დადიან და შინაურ ცხოველებს ხოცავენ. ადგილობრივების თქმით, სოფლებში რამდენიმე ათეული ცხოველი მგლებმა უკვე დახოცეს.
„ცხვრებს, მსხვილფეხა საქონელს და სხვა შინაურ ცხოველებს მგლები თვეების მანძილვე გვიხოცავენ. გუშინ სოფელ მაღლაკში მოსახლეობამ მგელი პირდაპირ გზის პირას ნახა. დახმარებას ვითხოვთ, რადგან ძალიან გვეშინია. ბავშვების სკოლაში გაშვებას ვეღარ ვბედავთ“, - აცხადებს სოფელ მაღლაკის მოსახლეობა.
წყალტუბოს გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან.
„მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა სოფელში შექმნილია სპეციალური ჯგუფები. მგლის ნახვის შემდეგ, მოსახლეობა სოფლის რწმუნებულს მიმართავს. რწმუნებული კი სპეციალურ ჯგუფებს დავალებას მისცემს და მგლის ლიკვიდაციისთვის სოფელში მონიტორინგს განახორციელებენ“, - აღნიშნავენ გამგეობაში.