„თქვენი წყალი კარგა ხანია ჩატბორდა და უცნაური თევზები გაჩნდნენ“ - წერილი ნიუ-ორკიდან მურღულიას და დვალს
თარიღი : 17-06-2015, 10:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი მაკა ლუხუტაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ქუთაისის მერს შოთა მურღულიას და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს ღია წერილით მიმართავს.
მისი თქმით, ქუთაისის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები ცდილობდნენ მერიაში საკუთრი ნათესავები დაესაქმებიათ.
როგორც ლუხუტაშვილი აცხადებს, ქალაქის მერი შოთა მურღულია, რომელიც ამავე დროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრია, მას არაადეკვატურ კითხვებს უსვამდა.
მაკა ლუხუტაშვილის მიერ, სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელებულ ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ.
"ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ბატონ დავით დვალს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებს და წევრებს,ქ. ქუთაისის მერს ბატონ შოთა მურღულიას.
მე, მაკა ლუხუტაშვილმა, მიმდინარე წლის 5 ივნისს, როგორც ქ. ქუთაისის მერიის ერთ-ერთი სამსახურის წამყვანი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელმა, სამსახურიდან წასვლის განცხადება დავწერე.
ჩემი გადაწყვეტილება იმით არ გახლდათ განპირობებული, რომ მე ეს სამსახური არ მჭირდებოდა ან უკეთესი ვიპოვნე, არა! უბრალოდ, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დიდხანს და იმედიანად ვაკვირდებოდი თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ბოლოს და ბოლოს, იმედი გამიცრუვდა.
ბევრი ვეცადე, არ დამეჯერებინა, რომ თქვენც ისეთივე დაქსაქსული გზებით დადიხართ, როგორც ბევრი თქვენი წინამორბედი (ყველაზე ვერ ვიტყვი), ისეთივე გამიზნულ ნაბიჯებს დგამთ, თქვენი ოჯახის წევრების, კურსელების, კლასელების, ნათლიების, ნათლულების, მეგობრებისა და გავლენიანი ადამიანების პროტეჟეების სასარგებლოდ. სწორედ ისე ვერ ხედავთ საკუთარი შესაძლებლობებითა და უნარებით მოსული სამსახურის მაძიებლების პროფესიულ ღირსებებს, როგორც თქვენი უმეტესობა პროტექციონერი წინამორბედი. საინტერესოა, რატომ შექმენით ეს ფორმალური კომისია, რომლის კეთილსინდისიერების ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ჯერავს.
გულდაწყვეტილი და საგონებელში ჩავარდნილი ვარ, ჩემი ქალაქის, ჩემი და ჩემი ერთადერთი შვილის მომავლის გამო, რომელსაც მარტო ვზრდი.
ჩემს ქალაქს ამ პრინციპებისა და თქვენს მიერ გამოგონილი „რეფორმებით“ წინსვლა და განვითარება ნამდვილად არ ეღირსება, ხოლო მე - თქვენს მიერ „დაწუნებულ“ ინგლისური ენის ფილოლოგს, რომელმაც ტესტირებაში 80% გადავლახე, რომელიც რამდენიმე უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს, თქვენს მიერ შექმნილ აკვარიუმში მომავალი, ნამდვილად, არ მაქვს. ამიტომ ვარჩიე, გამერისკა და წამოვსულიყავი, რადგან თქვენი წყალი კარგახანია ჩატბორდა და უცნაური თევზები გაჩნდნენ.
ბატონო დავით, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებო, წევრებო, მინდა გაგახსენოთ თქვენი აღფრთოვანება ჩემს კვალიფიკაციასთან და ინგლისურის ცოდნასთან დაკავშირებით, რომელიც მოგვიანებით, თქვენს კაბინეტში ჩვენი შეხვედრისას კვლავ დაადასტურეთ. თუმცა, თქვენი და თქვენი კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა.
ბატონო შოთა, იქნებ გაიხსენოთ, როგორ მიკარნახეთ ინგლისურად გადასათარგმნად „თონეში შემწვარი გოჭი, ნეშოში გამომცხვარი ჭადი, უნგრული ლუდი და კანჭი...“ და სხვაც მრავალი გასტრონომიული შინაარსის შემცველი წინადადება.
აღფრთოვანდით კიდეც, როგორ გავართვი ამოცანას თავი. ისე, მეგონა რაიმე სახელმწიფო ან თვითმმართველობის თემაზე მომცემდით დავალებას და „ნეშოს და კანჭის“ ინგლისურ შესატყვისობაზე არ მოგვიწევდა საუბარი, მაგრამ მაშინაც მოვტყუვდი.
ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და განცხადება დაგიწერეთ. ვიცი, ძალიან მოაკლდება ჩემს ოჯახს ჩემი მწირი ხელფასი, მაგრამ სამაგიეროდ, იმედებით აღსავსე ვარ.
თანაც, კმაყოფილი, რომ თავისუფალი მოქალაქის პოზიციიდან უკვე ღიად და გულწრფელად შემიძლია მოგახსენოთ, რასაც ვფიქრობ თქვენზე.
და ბოლოს, მინდა გირჩიოთ, რომ აწი მაინც აღარ გააგრძელოთ დასაქმების მოსურნე ადამიანების გულის გატეხვისა და უიმედობის არაობიექტური კონკურსები ან შერჩევის პრინციპები შეცვალოთ, თორემ მომავალ არჩევნებში იმედგაცრუებული დარჩებით. პატივისცემით, ნიუ იორკიდან, ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, მაკა ლუხუტაშვილი,"- წერს ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი მაკა ლუხუტაშვილი.