საარჩევნო უბნების გასახსნელად ქუთაისის საოლქო კომისიამ ფართები იქირავა
თარიღი : 24-09-2013, 17:49 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები

ქუთაისში საარჩევნო უბნები გაიხსნა.
საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ქალაქში #59 საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი 127 საარჩევნო უბანი იმუშავებს.
უბნები ძირითადად საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სხვადსხვა დაწესებულების კუთვნილ შენობებშია განლაგებული. საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს სა საოლქო კომისიამ საარჩევნო უბნების განთავსების მიზნით ფართები კერძო სახლებში იქირავა, რადგან როგორც ოსეფაიშვილი განმარტავს, შენობები, რომლებიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა და სადაც საარჩევნო უბნები იხსნებოდა, სახელმწიფოს ბალანსიდან ამოვიდა.
რაც შეეხება საარჩევნო უბნების მოწყობას, ოსეფაიშვილის თქმით, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და არჩევნებამდე 10 დღით ადრე დასრულდება.