Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სწავლის ფულს ვერ ვიხდი", - სტატუსშეჩერებული სტუდენტების გაჭირვება ქუთაისში

თარიღი : 16-06-2015, 20:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„თომა სირაძე- სწავლის ფულს ვერ ვიხდი. წინა შესატანისათვის ბანკიდან სტუდენტური სესხი ავიღე. მისი გადახდა ჯერ არ დამიმთავრებია და შესაბამისად, ახალსაც ვერ ავიღებ, რომ დარჩენილი თანხა დავფარო. სტუდენტურ თვითმმართველობას მივმართე დახმარების თხოვნით, მაგრამ მითხრეს, რომ ისინი მხოლოდ სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან.
თათია ბერეკაშვილი- თანხის გადაუხდელობის გამო შემიჩერდა სტუდენტის სტატუსი. ოჯახური პრობლემების გამო ვერ შევძელი თანხის გადახდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის დახმარება არ მითხოვია, რადგან განცხადების საფუძველზე მათ რამდენჯერმე გადამივადეს თანხის გადახდის თარიღი. მეტ დახმარებას ვეღარ შეძლებენ.
ირინა კვანჭიანი - მე მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ და მესამე კურზე ვსწავლობ. ვერ მოვახერხე თანხის შეტანა და სტატუსი შემიჩერდა. ამიტომ გადავწყვიტე გერმანიაში წასვლა ერთი ან რამდენიმე წლით, იქნებ იქ შევძლო სწავლის გაგრძელება,“.
ეს ახალგაზრდები იმ სტუდენტების ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენენ, რომლებსაც თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აღარ აქვთ. საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ გაარკვია, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 11 000-მდე სტუდენტიდან 3 735-ს სტატუსი შეჩერებული აქვს. აქედან 3 465 სწავლის გაგრძელებას თანხის გადაუხდელობის გამო ვერ ახერხებს.
საწავლებლის რექტორი გიორგი ღავთაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სისტემატიურად ზრუნავს სტუდენტებისათვის სწავლის ქირის დაფარვაში დახმარების კუთხით. კერძოდ, რექტორის განმარტებით, სწავლის ქირის დასაფარად დახმარების მიღების უფლება აქვს სტუდენტს, რომელიც არის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის, იძულებით გადაადგილებული პირის, მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და სტუდენტები სტუდენტური ოჯახებიდან. გარდა ამისა, სასწავლებელი ეხმარება სტუდენტს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული. ასევე, დაავადებულია ქრონიკული დაავადებით და საჭიროებს მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას.
როგორც ირკვევა, პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზა არც ქუთაისში და არც საქართველოში არსებობს. ხშირ შემთხვევაში კი სტატუსი იმ სტუდენტებს უწყდებათ, რომლებიც განათლების მიღებას რეალურად ცდილობენ.

სოფო მანჯგალაძე


ნანახია: 2307-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწავლებლის რექტორი გიორგი ღავთაძე განმარტავს, რომ სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერების საფუძველი სწავლის ქირის გადაუხდელობის
სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა.
უნივერსიტეტში ამჟამინდელი მონაცემებით 10 000-მდე სტუდენტი სწავლობს, თუმცა მათგან 2753 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორისაა როგორც აქტიური, ასევე

ამინდი