თბილისში დაზარალებულებს იმერეთის რეგიონი თანხებს გადაურიცხავს
თარიღი : 16-06-2015, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თბილისში, სტიქიით დაზარალებულებისათვის ქუთაისში შეგროვებული დახმარება ვაკის გამგეობას გადაეცა. ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გააგზავნეს. აღნიშნული დახმარებით ვაკის გამგეობა რაიონში დაზარალებულ 300-მდე ადამიანს დაეხმარება
იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის თქმით, ქუთაისიდან ჩამოტანილია საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები, ჭურჭელი და ა.შ. მისი განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული დახმარება ერთჯერადი არ იქნება და თბილისს იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებიც უახლოეს დღეებში დაეხმარებიან. მისივე ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულთათვის თანხის გადმორიცხვაც დაიწყება.