სტიქიის შედეგად დაღუპულების ხსოვნის პატივის მისაგებად ქუთაისში დუმილის აქცია გაიმართა
თარიღი : 15-06-2015, 21:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულების ხსოვნის პატივის მისაგებად ქუთაისში დუმილის აქცია გაიმართა.
თეთრ ხიდზე 50-მდე ადამიანი სანთლებითა და ყვავილებით ხელში შეიკრიბა.
აქციის მონაწილეების თქმით, საჭიროა ხელისუფლება ყველა იმ დაღუპულის ოჯახს დაეხმაროს, რომლებიც სტიქიის ღამეს დაიღუპნენ.
"აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა. ძალიან კარგია, რომ დღევანდელ დუმილის აქციას რამდენიმე ათეული ადამიანი შეუერთდა,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ მთავრობის განკარგულებით გამოცხადდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში სტიქიამ 13 ადამიანი იმსხვერპლა.