"ქუთაისის მერია მზად არის საჭიროების შემთხვევაში ქალაქის საკუთრებაში არსებული ტექნიკით დაეხმაროს თბილისს"
თარიღი : 14-06-2015, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია თბილისში გუშინ ღამით მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.
ქალაქის მერის თქმით, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა საჭიროების შემთხვევაში ქალაქის საკუთრებაში არსებული ტექნიკით დაეხმაროს თბილისს
,,წუხელ თბილისში სამწუხარო ფაქტი მოხდა, სტიქიის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ადამინი, ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად და არსებული ვითარების მოსაგვარებლად. ქუთაისის მერია მზად არის საჭიროების შემთხვევაში ქალაქის საკუთრებაში არსებული ტექნიკით დაეხმაროს თბილისს. ასევე დედაქალაქში, მოსახლეობის დასახმარებლად წასასვლელად მზად არიან ქუთაისის მერიის თანამშრომლები და ახალგაზრდა მოხალისეები.“- აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.
შეგახსენებთ, რომ თბილისში რამდენიმე საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. ძლიერი წვიმის შედეგად ათეულობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.