Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დავიწყებას არ მიეცეს ჩვენი დიდი შემოქმედები", - საღამო მესხიშვილში

თარიღი : 14-06-2015, 00:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ეროვნული პოეტის, ლადო მესხიშვილი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამო ხელოვნების ფესტივალის "ქართული სულის" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც უკვე 12 წელია ტარდება. ქუთაისმა კი მას პირველად მიმდინარე წელს უმასპინძლა.
ეროვნული პოეტისადმი მიზღვნილი საღამო ჟურნალისტმა თამაზ ტყემალაძემ წაიყვანა, რომელის ასევე საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო. "ეს თეატრალური ფესტივალი "ქართული სული" ემსახურება იმას, რომ არ მიეცეს დავიწყებას ჩვენი დიდი შემოქმედები, ჩვენი ხელოვნები პოეზიაში, მხატვრობაში. ამ საქმის ინიციატორები კი არიან ბატონი ზურაბ ჩხაიძე და მისი მეუღლე ქალბატონი ია მაქაცარია. აი ასე ვაფხიზლებთ საქართველოს," - განაცხადა თამაზ ტყემალაძემ.
"ლადო ასათიანზე საუბარი ალბათ ყველა ქართველს შეუძლია, რადგან ის ყველასთვის სანუკვარი ადამიანია. გმირობის, ვაჟკაცობის, გონის, პოეტურობის გამომხატველი." ჩემი თბილისი და ფიროსმანი" ამ სიმღერას უკვე წლებია ვასრულებ და ბედნიერი ვარ, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას ვიღებ,"-განაცხადა "Topnews"-თან საუბარში თემურ წიკლაურმა.
საღამო ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ძეგლთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების სპონსორი კი კახური მეღვინეობა იყო.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 1963-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალი იყო.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში მოეწყო აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, ხელოვნების ფესტივალ 'ქართული სულის' ფარგლებში კონცერტი გაიმართა.
კონცერტი ქუთაისის მერიამ დააფინანსა და მასზე დასწრება უფასო იყო.
მომღერალმა ქუთაისელი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი კომპოზიციები შეასრულა.