"ბიძინა წადი"- წარწერისთვის ქუთაისში სამი პირი დააკავეს

ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა "თავისუფალი ზონის" სამი წევრი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის საორგანიზაციო მდივანი კოტე რატიანი ავრცელებს. რატიანის თქმით, "თავისუფალი ზონის" წევრების დაკავების მიზეზი შემდეგი წარწერების: "ბიძინა წადი" და "სოხუმი ჩემი იერუსალიმია" გახდა.
"წუხელ ღამით დააკავეს ეს ადამიანები და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ყველა რაიონული პოლიცია შემიოვიარეთ, არ ვიცით სად იმყოფებიან და რისთვის არიან დაკავებულები. ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც პუტინის ბაიკერები თავისუფლად გადაადგილდებიან. ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს კანონის ელემენტარული პატივისცემისაკენ მოვუწოდებ," - ამბობს კოტე რატიანი.
topnews.com.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, უწყებაში განმარტეს, რომ "თავისუფალი ზონის" წევრები ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა, იერ-სახის დამახინჯება და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად.