Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მეორე სკოლა ერთი წელია დირექტორის გარეშე იმყოფება

თარიღი : 13-06-2015, 09:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯაო სკოლას თითქმის ერთი წელია დირექტორი არ ჰყავს. აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დირექტორის მოვალეობას ამირან ძაგნიძე ასრულებს, რომელიც ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე იყო. სალომე სარალიძე კი, რომლიც აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა, ამჟამად იგივე საქმიანობას ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში აგრძელებს. topnews.com.ge-მ გადაწყვიტა გარეკვია, რატომ არ აირჩიეს დირექტორი თავის დროზე ან რატომ არ დაინიშნა თავად სამინისტროს მიერ, თუმცა თემაზე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არც სასწავლებლის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ და არც ქუთაისის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ მიიჩნია. ვაშაკიძე თვლის, რომ ეს ყოველივე მის პრეროგატივაში არ შედის.
შეგახსენებთ, რომ სკოლაში დირექტორს სამეურვეო საბჭო ირჩევს. გასული წლის სექტემბერში, როდესაც ქუთაისის საჯარო სკოლებში ახალი დირექტორები კონკურსის წესით აირჩიეს, მე-2 საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატები სამეურვეო საბჭოს არ უნახავს. ამ დროისათვის ცნობილია, რომ განათლების სამინისტრო უახლოეს რამდენიმე დღეში სკოლაში კანდიდატს წარადგენს,მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სამეურვეო საბჭო დირექტორს ვერ შეარჩევს, აღნიშნულიდან ორი დღის შემდეგ მინისტრი ბრძანების საფუძველზე დირექტორს თავად დანიშნავს.

გიორგი აბაზაძე


ნანახია: 3094-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც Topnews.com.ge-ს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ განუცხადა, გორგოძემ დირექტორის
პედკოლექტივის თქმით, რესურსცენტის ხელმძღვანელმა განათლების მინისტრის დავალებით უკანონოდ ზვიად გორგოძე დანიშნა.
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ფორმის შეკერვას სთხოვენ, რომელიც მშობლებს 100-100 ლარზე მეტი უჯდებათ.

ამინდი