Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"თანამდებობის პირებს სახელფასო სარგოს ოდენობაზე მეტი პრემია აქვთ აღებული"

თარიღი : 12-06-2015, 15:02 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციამ ინფორმაცია 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის თბილისის რაიონებიდან, გამოითხოვა.

ანგარიშის მიხედვით, 2012-2014 წლებში საქართველოს თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. გამომდინარე იქედან, რომ ცალკეული მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ/მერიამ ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაცემული პრემიებისა და დანამატების რიცხვი აღემატება ზემოხსენებულ მაჩვენებელს.

2012-2014 წლებში თბილისის მერიასა და საკრებულოში ჯამში 40 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. თბილისში პრემიებისა და დანამატების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება: 2012 წელს – 7,2 მილიონი ლარი გაიცა, 2013 წელს – 11,8 მილიონი ლარი, 2014 წელს კი 18,2 მილიონი. რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგეობებს, 2012-2014 წლებში პრემიისა და დანამატის სახით 3,3 მილიონი ლარი გაიცა. მაგრამ იმის გამო, რომ უწყებებს სრულყოფილი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თანხის მოცულობა უფრო დიდია.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკა: ბათუმში, ქედაში, ქობულეთში, შუახევში, ხელვაჩაურსა და ხულოში 2012-2014 წლებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით ჯამში 18,1 მილიონი ლარი გაიცა. აღსანიშნავია, რომ ავტონომიური რესპუბლიკაში წლიდან წლამდე პრემიებისა და დანამატების გაცემის მაჩვენებელი მცირდება: 2012 წელს გაიცა – 6,3 მილიონი ლარი, 2013 წელს – 5,9 მილიონი ლარი, 2014 წელს კი 5,9 მილიონი ლარი.

იმერეთში 2014 წელს გაცემული თანხების ოდენობა 2013 და 2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებლებზე ნაკლებია. ჯამში, 2012-2014 წლებში იმერეთში 12,6 მილიონი ლარი გაიცა პრემიისა და დანამატების სახით; აქედან 2012 წელს – 4,1 მილიონი, 2013 წელს – 5,2 მილიონი, 2014 წელს კი 3,2 მილიონი ლარი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტში 2012-2014 წლებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 10,7 მილიონი ლარი იქნა გაცემული, მათ შორის 2012 წელს – 3,4 მილიონი 2013 წელს – 3,5 მილიონი, ხოლო 2014 წელს კი 3,8 მილიონი ლარი.

ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტში საკვლევი პერიოდის მანძილზე 8 მილიონ ლარზე მეტი გაიცა: 2012 წელს 2,5 მილიონი ლარი, 2013 წელს 2,5 მილიონი ლარი, 2014 წელს კი 4 მილიონი ლარი.

შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტში გაცემული თანხის ოდენობამ 2012-2014 წლებში 7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა: 2012 წელს 2 მილიონი გაიცა, 2013 წელს 3 მილიონი, 2014 წელს კი 2 მილიონი ლარი.

კახეთის მუნიციპალიტეტებში 2012-2014 წლებში კახეთის მუნიციპალიტეტში 6,6 მილიონი ლარი გაიცა. 2012 წელს – 170 ათასი ლარი, 2013 წელს – 2,6 მილიონი ლარი, 2014 წელს კი 2,2 მილიონი ლარი.

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში 2012-2014 წლებში პრემიისა და სახელფასი დანამატის სახით ჯამში 3,3 მილიონი ლარი გაიცა; მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში კი 2,3 მილიონი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში – 1,1 მილიონი ლარი. გურიაშიც 2012-2014 წლებში პრემიის სახით 1 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.

კვლევის შედეგად შეიძლება ითქვას:

არასრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციების გამო, პრემიებისა და დანამატების გაცემის დამკვიდრებულმა მანკიერმა პრაქტიკამ სისტემური პრობლემის ხასიათი მიიღო. მიუხედავად მთავრობის არაერთი განცხადებისა, კვლავ გრძელდება პრემიებისა და დანამატების რეგულარულად გაცემის პრაქტიკა. ასევე, რიგ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული პრემირებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესი. არის შემთხვევები, როდესაც წახალისების მიზნით, საჯარო მოხელეები თანხას კონკრეტული ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად იღებენ;

მუნიციპალიტეტების ნაწილში პრემიები თითქმის ყოველთვიურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემა. ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს მხოლოდ ერთ სამართლებრივ აქტს, სადაც დასაბუთებული არ არის საჯარო მოხელეთა ფინანსური წახალისების საფუძველი;

„საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გაეწიათ რეკომენდაცია პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის მიღების შესახებ, თუმცა დადგენილება ამ ეტაპისათვის 71 მუნიციპალიტეტიდან 43 მუნიციპალიტეტმა მიიღო;

მუნიციპალიტეტის აბსოლუტურ უმრავლესობაში, როგორც წესი, პრემია სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით გაიცემა, (ახალ წელს, მარიამობას, დედისა და ქალთა, ასევე დამოუკიდებლობის დღეს), თუმცა ბევრგან პრემია და დანამატი არასადღესასწაულო პერიოდშიც აქტიურად გაიცემა;

რამდენიმე მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებს სახელფასო სარგოს ოდენობაზე მეტი პრემია აქვთ აღებული.

„საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო“ მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს, უახლოეს მომავალში დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელონ ჩვენს მიერ მიწოდებულ რეკომენდაციებზე და შეიტანონ ცვლილებები თავიანთ დადგენილებებში, რაც ერთის მხრივ, მნიშვნელოვანად მოაგვარებს არსებულ მანკიერ პრაქტიკას და ამავდროულად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსების ეკონომიას და ხარჯვის გამჭვირვალობას. ამასთანავე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ დაუშვებელია მუნიცპალიტეტის ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების იგნორირება და კანონის უხეში დარღვევით ინფორმაციის არგასაჯაროვება, რაც კიდევ ერთხელ ლახავს მუნიციპალიტეტის იმიჯს, ეჭვექვეშ აყენებს მათი ქმედებების სისწორესა და დამატებით ეჭვებს აჩენს მათი საქმიანობის შესახებ. კანონის უზენაესობის პრინციპზე დამყარებული სახელმწიფოსთვის არ არის დამახასიათებელი კანონის უხეში დარღვევით ინფორმაციის დამალვა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ლეგიტიმური საჯარო ინტერესის მიმართ," - ნათქვამია ანგარიშში.


ნანახია: 1802-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო
2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც.
2013 წლის განმავლობაში პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოებისა და სახელფასო დანამატების გარდა, 2 მილიონ
ამასთან, ადმინისტრაციის მიერ, არასრულყოფილად იქნა მოწოდებული ინფორმაცია 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.
2012 წლის განმავლობაში საჩხერის გამგეობაში დასაქმებულ დაახლოებით 200-მდე თანამშრომელზე პრემია 6-ჯერ გაიცა.

ამინდი