პოეზიის საღამო წერეთლის უნივერსიტეტში
თარიღი : 11-06-2015, 23:29 | კატეგორია: საზოგადოება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეზიის საღამო გაიმართა.
უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეკრებულ სტუდენტებისათვის ლექსები გიორგი შალამბერიძემ და ბიჭი ივანიშვილმა წაიკითხეს.
"იდეა და მიზანი მსგავსი ტიპის ღონისძიებების არის ის, რომ სტუდენტები თანამედროვე ხელოვნებას ეზიარონ, როგორიცაა მხატვრობა, პოეზია, მუსიკა, ფოტოხელოვნება თუ სხვა. ასევე, ჩვენს უნივერსიტეტში ბევრი პოეტი სტუდენტია, რომელსაც შეიძლება აკლია სტარტი, ტრაპლინი ფართო მასისთვის თავის გასაცნობად, ამ პოეტებთან შეხვედრა კი კარგი საფუძველი იქნება მათთვის თუნდაც იმიტომ, რომ მაგალითი აიღონ, მიბაძონ და შემდგომ თვითონ გააცნონ ფართო მასებს თავი,"-აცხადებს საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი ჯიშკარიანი.
პოეზიის საღამო კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.
სტუდენტებმა მოწვეულ სტუმრებს მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაუსვეს.
"კმაყოფილები ვართ აუდიტორიით, არაჩვეულებრივი მსმენელი გვყავდა.ზოგადად კი ძალიან სასიხარულოა, როცა შენს ლექსებს მკითხველი და მსმენელი ჰყავს. ძალიან დიდი პატივია პოეზიის საღამოზე მოწვევა ისეთი ქალაქისგან, როგორიც ქუთაისია და ისეთი უნივერსიტეტისგან, როგორიც წერეთლის უნივერსიტეტია"-განაცხადა პოეტმა გიორგი შალამბერიძემ.
ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ტიპის საღამოები მომავალშიც ჩატარდება.
თამუნა სხულუხია