Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს ბიბლიოთეკაში ოტია იოსელიანის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

თარიღი : 11-06-2015, 18:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკაში ოტია იოსელიანის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა.
სამეცნიერო კონფერენცია ქართული პროზის რაინდად შერაცხული შემოქმედის ნაწარმოებების განხილვას მიეძღვნა.
ქუთაისის აკაკი წერეთილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა, ოტია იოსელიანის პროზაული ნაწარმოებებისა და პოეზიის შესახებ საინტერესო მოხსენებები წარმოადგნეს. აღინიშნა, რომ მწერლის მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა ყოველ საუკუნესა და დროში იქნება აქტუალური, საგულისხმო და ნიშანდობრივი.
"ჩემთვის დიდი პატივია, ის ფაქტი, რომ დიდებულ მწერალს ოტია იოსელიანს პირადად ვიცნობდი, მისი თანაქალაქელობა თითოეულ წყალტუბოელთან ერთად მეც მაკისრებს ორმაგ პასუხისმგებლობას ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის წინაშე. მახარებს და მეამაყება ის, რომ დღეს წყალტუბოში დიდი შემოქმედისა და მოაზროვნისადმი ღირსეული პატივისმიგების, მისი ნააზრევის შესწავლის საზოგადოებისათვის გაცნობის ტრადიციას ეყრება საფუძველი. მზად ვარ თანადგომისთვის, თუკი ამას ჩვენი ხალხი, ჩვენი მომავალი თაობისა და თქვენი პროფესიული ინტერესები მოითხოვს", - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.
ოტია იოსელიანის 85 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებს 16 ივლისს მწერლის სახლ-მუზეუმში გამართული ლიტერატურული სპექტაკლი - "ადამიანისაგან რაც რჩება, მისი სიცოცხლეც ესაა" დააგვირგვინებს .


ნანახია: 2478-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოტია იოსელიანის დაბადებიდან 87-ე წელთან დაკავშირებით, წყალტუბოში, მწერლის ეზოში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება მიმდინარე წლის 16 ივნისს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.
დაჩი იოსელიანი ამბობს, რომ მამისათვის სამუშაოდ და სტუმრების მისაღებად საყვარელი ადგილი სახლის აივანი იყო. აივნის გარდა მწერალი

ამინდი