ხონში კოალიციის შტაბის უფროსად კანონიერი ქურდის ძმა დაინიშნა
თარიღი : 24-09-2013, 13:39 | კატეგორია: პოლიტიკა

საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაპირისპირებამ ხონში პიკს მიაღწია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მრგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით საგანელიძის რეკომენდაციით ხონში საარჩევნო შტაბის უფროსად აკაკი ბობოხიძის ახლო მეგობარი, ხობის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, კანონიერი ქურდის გია ფარცხალაძის “დუდუკას” ძმა რეზო ფარცხალაძე დაინიშნა.ამის შესახებ ინფორმაციას"პრაიმერინფო" ავრცელებს.
რეზო ფარცხალაძე “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიით გავიდა ხონის საკრებულოში და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიც დაიჭირა. მიხეილ სააკაშვილმა რეზო ფარცხალაძე ქუთაისის მერთან ბაკურ ბალანჩივაძესთან ერთად თანამდებობიდან, ახალი ავტომობილის შეძენის გამო, 2006 წლის დეკემბერში გადააყენა. “ქართული ოცნების” ხონის საარჩევნო შტაბის უფროსის ძმა, კანონიერი ქურდი გივი ფარცხალაძე 1998 წელს გარდაიცვალა.