ვანში სამართალდამცველებს გამგეობის თანამშრომლები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებში აერიათ
თარიღი : 11-06-2015, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საღებავებით წარწერები - „ბიძინა წადი“ დაწერეს.
წარწერების წაშლა მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რა დროსაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.
პოლიციელებს გამგეობის თანამშრომლები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეგონათ.
მათ პოლიციელებმა განუცხადეს, რომ წვრილმანი ხულიგნოიბის გამო აკავებდნენ.
„თქვენ ბოლო ერთი საათის განმავლობაში ახორციელებდით სპეციალური საღებივით სხვადასხვა წარწერებს, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, რის გამოც დაკავებულები ხართ“, - განუცხადეს სამართალდამცველებმა გამგეობის თანამშრომლებს და განყოფილებაში გადაყვანის მიზნით პოლიციის მანქანაში ჩასვეს.
სამართალდამცველებს მალევე განუმარტეს, რომ მათ პირები შეცდომით დააკავეს, რის შემდეგაც მათი გათავისუფლება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ვანში დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ანტორუფციულმა კომისიამ დაიწყო მუშაობა. მათი თქმით, კომისია ადგილზე სამი დღე იმუშავებს და ნეპოტიზმისა და კრიმინალის ნიშნებს გაასაჯაროვებს.