„ნაციონალური მოძრაობა“ ვანის გამგებელს ნეპოტიზმში ადანაშაულებს
თარიღი : 11-06-2015, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ნაციონალური მოძრაობა" ვანის გამგებელს ნეპოტიზმში ადანაშაულებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციულმა კომისიამ, მუშაობა ვანში დაიწყო, სადაც პარტიის წევრებმა ბრიფინგი გამართეს.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, ვანი ეს არის ის რაიონი, სადაც ბიძინა ივანიშვილის გავლენები, ყველაზე მეტად ვრცელდება.
მისივე თქმით, ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე, ვიცე პრემიერ კახა კალაძის ოჯახის ნათლიაა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით აირჩიეს.
გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ ხელისუფლებას შეჩერებულ პროექტებში ადანაშაულებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბრალდებებს გამგებელი, ზაზა ხურციძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს მორალური უფლება, ნაპოტიზმში დაადანაშაულოს "ქართული ოცნება", ვინაიდან ნეპოტიზმი მათ დროს იყო.
მისივე თქმით, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მისი ნათესავები ნამდვილად მუშაობენ, მათ შორის და, მეუღე და სიძე, თუმცა ისინი იქ მანამდეც იყვნენ დასაქმებულები, რაც შეეხება დას, მან ბაღების გაერთიანებაში ხურციძის გამგებლად დანიშვნის შემდეგ დაიწყო მუშაობა, თუმცა ამას საქმე მოითხოვდა.
ბრიფინგის პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გამგეობის შენობაზე გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გამოსახულებით ბანერი გადმოფინეს, სადაც გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ბიუჯეტის ქურდებად არიან მოხსენიებულები.