Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ენერგო პრო ჯორჯია" შუქის შესაძლო გათიშვაზე განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 9-06-2015, 15:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მიმდინარე კვირაში სააქციო საზოგადოება "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

ქუთაისი. 10 ივნისს მაღალი ძაბვის ქვესადგურში “ქუთაისი-3” ენერგომომარაგების საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება 5800-მდე აბონენტს გიორგი ბრწყინვალეს, სერგი მეხის, თავისუფლების, ინგორიყვას, მესხიშვილის, ნარსიას, ნაფეტვარიძის, ჩეხოვის, და-ძმა უორდროპების, თავისუფლების, გამარჯვების, იმედაძის, კაკაბაძის, კეკელიძის, ლენინაკანის, შმიდტის, ჩიქოვანის, გუგუნავას (ნაწილ.), შარტავას, 9 აპრილის, ი. აბაშიძის (ნაწილ.) და ზ. გამსახურდიას (ნაწილ.) ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ტყიბული. 09 ივნისს მ/ძ გადამცემ ხაზ „ჩეროსუბანზე“ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურის „ტყიბული-3“ მომხმარებლებს ქ. ტყიბულში (გამსახურდიას, ბარათაშვილის, ლესელიძის, ვაჟა-ფშაველას, ჭელიშვილის, ჩხეიძის, ბერეკაშვილის, ჭიათურის, ტყვარჩელის, ძმები ვარდოსანიძეების, ქასრაშვილის, ყაზბეგის, ორბელიანის ქუჩებს) და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საწირე, ძიროვანი, დაბაძველი, ზედუბანი, ახალსოფელი, სამტრედია, ბზიაური, მანჭიორი.

10 ივნისს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ „ოკრიბას“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამორტიზებული საყრდენის შეცვლა, რის გამოც 10:00-18:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურების „ხრესილისა“ და „ხრესილი-წევას“ მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური.

ხოლო 11 ივნისს 11:00-17:00 საათამდე მ/ძ ქვესადგურში „ტყიბული-1“ დაგეგმილი პრიფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაახლოებით 5000 აბონენტს ქ. ტყიბულში და სოფელ მუხურაში.

ზესტაფონი. 10 ივნისს 11:00-დან 14:00 სთ-მდე ქ/ს “ფერო-220”-ში დაგეგმილია 10კვ. გამანაწილებელი მოწყობილობის გამორთვა ტესტირების მიზნით. მითითებულ დროს ძაბვა შეუწყდება 10კვ. აბონენტებს სოფლებში კვალითი და ცხრაწყარო.

ზესტაფონი/ხარაგაული. 12 ივნისს 11:00-დან 16:00 სთ-მდე დაგეგმილია მ/ძ ელექტროგადამცემი ხაზების "ხარაგაული-1", “მზიგულა-1” და “ულევი-35” გამორთვა სახაზო გამთიშველის მონტაჟის მიზნით. მითითებულ დროს ძაბვა შეუწყდებათ ქ/ს "შროშას" (სოფ. შროშა, საწაბლე, ძირულა, პატ.განთიადი და დიდი განთიადი), “საქასრიას” (სოფ. ბორითი, უბისა, ღორეშა, საქასრია, მაქათუბანი, გედსამანია, ბჟინევი, გრიგალათი, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ციცქიური, წაქვა, ხევი, ხუნევი), “ბოსლევს” (სოფ. ბოსლევი, რკვია, ქვედა საზანო ნაწილ.), “დილიკაურს” (სოფ. დილიკაურის და ბოსლევის ნაწილი) და “ფუთს” (სოფ. ფუთი).

სამტრედია. 09 ივნისს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „სამტრედია-1“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-14:00 საათამდე გამოირთვება მ/ძ ქვესადგურები „კულაში“ და „ჯიხაიში“, საიდანაც ელენერგია მიეწოდება სამტრედიის რაიონის სოფლებს კულაში, მიწაბოგირა, კვირიკე, ჩხენიში, ნინუაკუთხე, ნაბაკევი, ღანირი, ჭაგანი და დიდი ჯიხაიში.

უამინდობის შემთხვევაში დაგეგმილი სამუშაოები გადაიდება.


ნანახია: 1838-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალი მიმდინარე წლის 5-7 ნოემბერს ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების
დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით
სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
"ენერგო პრო ჯორჯია" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოსახლეობას შუქის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯია' ავრცელებს.
მიმდინარე კვირაში სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური

ამინდი