ქუთაისის მერი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს განაგრძობს
თარიღი : 9-06-2015, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქში ერთდროულად რამდენიმე ათეული ქუჩა ასფალტის საფარით იფარება. სამუშაოების დასათვალიერებლად ქუთაისის მერი შოთა მურღულია დავით და კონსტანტინეს სახელობის ქუჩაზე მივიდა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის ქვაფენილის მოპირკეთების გარდა წყლის სანიაღვრეები და ტროტუარებიც კაპიტალურად კეთდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გზა 21“ ასრულებს. დავით და კონსტანტინეს სახელობის ქუჩაზე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 259 000 ლარით ფინანსდება. შოთა მურღულიას განცხადებით,აღნიშნული ქუჩის მოწესრიგება აუცილებელი იყო ტურისტული თვასაზრისითაც, ვინაიდან ქუჩა ისტორიული ნაწილს წარმოადგენს. დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.