ტყიბულის გამგებელს და კულტურის მინისტრს მრევლი კაბინეტების კარის აჭედვით ემუქრება

ნარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლმა ქუთაისთან ახლოს, გელათის სამონასტრო კომპლექსთან ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა გააპროტესტა. მრევლის წარმომადგენლის კონსტანტინე ქათამაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთელმა ერმა და არა ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა მიიღოს.
"ვაპროტესტებთ გელათის სამონასტრო კომპლექსთან ვიზიტორთა ცენტრის სახელით შენიღბული უშჯულოიების ცენტრის მშენებლობას. ეს საკითხი უნდა გახდეს ფართო განხილვის საგანი და მასში წმინდა სინოდთან ერთად კულტურის სამინისტრო უნდა ჩაერთოს. საკითხი მთელმა ერმა უნდა გადაწყვიტოს და არა ერთმა მუჭა პოლიტიკურმა ძალამ.გელათი ტურისტების სათარეშოდ გადასაქცევი ცენტრი არ არის. მონასტერმა სულიერების ფუნქცია არ უნდა დაკარგოს," - ამბობს ქათამაძე.
გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში მრევლი კულტურის მინისტრსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამუშაო კაბინეტების კარის აჭედვით ემუქრება.