Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ციხეში პატიმარმა თვალები და პირი ამოიკერა

თარიღი : 8-06-2015, 19:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ციხეში პატიმარმა თვალები და პირი ამოიკერა.
როგორც სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში მყოფი ლაშა გურეშიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ის დაკავების დღიდან თავს უდანაშაულოდ ცნობს და პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს.

ბრალდებულის ახლობლების თქმით, სამართალდამცველები ლაშა გურეშიძეს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, თუმცა არსებობს ვიდეო კადრები, სადაც ნათლად სჩანს, რომ სამართალდამცველებმა გურეშიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ჩემი შვილი არის პოლიციელების მსხვერპლი. რაღაც ინციდენტი მოხდა, ჩემი შვილი დაამახსოვრდათ და იმის მერე გადაეკიდნენ. დაკავების დღიდან, თავს უდანაშაულოდ ცნობს და მისი უდანაშაულობის დამტკიცებას ხან შიმშილობის, ხან კიდევ პროტესტის ამ ფორმით ცდილობს“, - აცხადებს პატიმრის მამა მურთაზ გურეშიძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ციხეში სხვადასხვა მიზეზით ამ დროისთვის 10-მდე პატიმარი შიმშილობს. ისინი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ.


ნანახია: 2368-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც პატიმრების ახლობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ სამართალდამცავი ორგანოები პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან.
რუსლან პერტაიამ პროტესტის ნიშნად თვალები და პირი ამოიკერა, ხოლო კიდურები საწოლზე მიიჭედა.
ციხეში გაიზარდა მოშიმშილე პატიმრების რაოდენობა და ის ამ დროისათვის 9 ადამიანს შეადგენს.
პატიმარ ოთარ აფრიდონიძის ოჯახის წევრების თქმით, პროტესტის ამ ფორმით მას მისი უდანაშაულობის დამტკიცება სურს.
პატიმარ ოთარ აფრიდონიძის დედის განცხადებით, მისი შვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა პატიმრების მსგავსად, დასაქმებას

ამინდი